სცენაზე დგომის 5 წლიანი გამოცდილება სატენდერო მოთხოვნაში

axali-weli-marneulshi

ახალ წლამდე 20 დღეა დარჩენილი. საახალწლო ღონისძიებების მოწყობის მიზნით მარნეულის მუნციპალიტეტმა 1 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 9 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 11 დეკემბერს სრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერი ცხადდება შემდეგი პირობებით:

  • 6 მომღერალი, 4 გოგონასა და 2 ვაჟი (მინიმუმ 1 მომღერალი ასევე უნდა იყოს თეტრის მსახიობი და სატელევიზიო სახე), ასაკი 18-35 წლამდე.
  • რეპერტუარი: უცხოური (უმეტესად) და ქართული ჰიტები საახალწლო თემატიკაზე, თითეულმა მომღერალმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 4-5 სიმღერა. ასევე კონცერტის დასასრულს ყველა მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა.
  • მომღერლებს უნდა ჰქონდეთ სცენაზე დგომის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, უნდა იყვნენ ადგილობრივი ან საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეები, ლაურიატები, ნახევარფინალისტები ან და ფინალისტები.
  • წამყვანები – ორი წამყვანი პროფესიონალი მსახიობი მამაკაცი, იუმორისტული გადაცემებისა და იუმორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილებით, ასევე მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება და წამყვანობის გამოცდილებით. და ასევე უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი თემატური სიმღერა.წამყვანბეის ვალდებულებაა შოუს ელემენტებით გაამრავალფეროვნონ საახალწლო შოუ–პროგრამა.

შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 11 დეკეემერი, 16:00 საათი და ამ დრომდე ტენდერში მონაწილეობის შეთავაზება არავის გაუკეთებია.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register