მარნეულის საბავშვო ბაღებში გაძლიერებული მონიტორინგის შედეგად 200 000-მდე ლარი დაიზოგა

SAMZAREULO

მარნეულის საბავშვო ბაღებში ვიდეო კამერები სამზაერეულოსა და საწყობში დამონტაჟდა. რამაც ბაღებში გაძლიერებულ მონიტორინგს შეუწყო ხელი.

ჩვენ მარნეულის N3 საბავშვო ბაღს „ჩიორას“ ვესტუმრეთ, როგორც ბაღის გამგე ქეთევან მინაძე ამბობს, რამდენი წლის წინ ბაღში საკვების შემცირება შეუნიშნავთ, თუმცა მოპარვის ფაქტზე არავინ უნახავთ.

მარნეულის N4 საბავშვო ბაღში თანამშრომლის მიერ საკვების  მოპარვის მცდელობის ფაქტი რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა,  რაც თანამშრომლის გათავისუფლებით დასრულდა.

როგორც ქეთევან მინაძე ამბობს, იმის შემდეგ ,რაც გრამების მიხედვით უწევთ საკვების გამოტანა და მომზადება, რასაც ვიდეო თვალიც აფიქსირებს მნიშნელოვნად შეამცირა საკვების მოპარვის რისკები.

საბავშვო ბაღი ჩიორა  280 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა მათ ახლა 440 ბავშვის შენახვა უწევთ, გამგის თქმით მართალია, საბავაშვო ოთახებში ვიდეო კონტროლი  არ არის, თუმცა მონიტორინგი მათი მხრიდან ხორციელდება.

მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვის თქმით , საბავშვო ბაღებში თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 ლარამდე დანაზოგი გაკეთდა, რაც გაძლიერებული მონიტორინგის შედეგია ,ასევე  რამდენიმე თვეა ,  რაც სამზარეულოსა და საწყობში ვიდეო თვალი დამონტაჟდა.

ზაურ ქარამოვის თქმით, 200 000 ლარიდან გარკვეული თანხა ბაღებში საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა , თანხის ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში კიდევ უფრო გაძლიერდეს მონიტორინგი და უახლოეს მომავალში საბავშვო ოთახებში  ვიდეო კონტროლის ამოქმედება იგეგმება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register