მარნეულის მერს ახალი თანაშემწე მოსახლეობასთან ურთიერთობაშიც დაეხმარება

abazovi

8 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე  ერთერთი განსახილველი საკითხი იყო მერის წერილი, რომელიც მერის თანაშემწის პოზიციის დამატებას შეეხებოდა. მერის მეორე თანაშემწის პოზციის დამატებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო დეკანოიძე გასულ წელს მერიაში შესული კორესპონდეციის გაზრდილი ოდენობით ხსნის და ამბობს, რომ მერის ერთი თანაშემწე მხოლოდ შემოსული კორესპონდეციების კონტროლს უნდება. საკრებულოს უმრავლესობისაგან განსხვავებით ამ წერილს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ახმედ იმამკულიევმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო დეკანოიძის თქმით, ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით პიარის განყოფილების ფუნქციები მთლიანად გაწერილია და ის სრულიად განსხვავდება მერის თანაშემწის ფუნქციებისაგან.

მერის მეორე თანაშემწის პოზიციაზე ვაკანსია სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება, გამარტივებული კონკურსის მეშვეობით, გასაუბრების გავლის შემდეგ კი მისი ვინაობაც გახდება ცნობილი.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register