“დისკუსიის წერტილი”- რადიო “მარნეული”ახალ საავტორო გადაცემას იწყებს

Samira-Emin

სათემო რადიო „მარნეული“ ეთერში ახალ გადაცემას იწყებს სახელწოდებით „დისკუსიის წერტილი“.

გადაცემას მოხალისეობრივად მარნეულელი აქტიური მოქალაქეები, სამირა ბაირამოვა და ემინ იადიგაროვი წარუძღვებიან. ყოველ ოთხშაბათს 19:00 საათზე ,პირდაპირ ეთერში გადაცემის ავტორები ერთ თემას წარმოადგენენ, რაზეც გამართავენ დისკუსიას.

მსმენელებს კი შესაძლებლობა ექნებათ ფეისბუქ ლაივის მეშვეობით გამოხატონ საკუთარი აზრი და წამყვანებთან შევიდნენ დისკუსიაში. თემებიდან გამომდინარე ,გადაცემის ავტორები აპირებენ სტუმრების მოწვევას და მათთან ერთად აქტუალურ თემებზე მსჯელობას.

გადაცემის ერთ-ერთი ავტორი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მარნეულში ინფრომაციის მიღების პრობლემა ყოველთვის იყო.

“უკვე წლებია მარნეულში მყარი სამოქალაქო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა.ვფიქრობ, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მცხოვრები ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოქალაქეობრივი აქტივობის გაზრდაში. საავტორო გადაცემა ეს არის მხოლოდ ინიციატივა და სურვილი ცვლილებებისთვის. არ ვიცი რამდენად კარგად გამოგვივა. წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ“- ამბობს სამირა ბაირამოვა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გადაცემის გაძლიერებისთვის მსმენელების აზრი იქნება გათვალისწინებული.

გადაცემის მეორე წამყვანი ემინ იადიგაროვი, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლობდა და მუშაობდა. მარნეულში დაბრუნებისთანავე მეგობართან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო. მისი დევიზი ამ გადაცემის ფარგლებშიც ისაა, რომ ახლაგაზრდა უნდა ისწავლონ, იფიქრონ ,სიმართლის თქმის და საკუთარი აზრის გამოთქმის კი არასდროს ეშინოდეთ.

„ახალგაზრდების მომავლისთვის კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გადაცემის ფარგლებში გვინდა განათლების ხელმისაწვდომობაზე, წიგნიერებაზე ვისაუბროთ და ამ საუბარში ჩავრთოთ ბევრი ახალგაზრდა“- ამბობს ემინი იადიგიაროვი.

გადაცემა პირდაპირ ეთერში ყოველ ოთხშაბათს 19:00 საათზე გავა.

სათემო რადიო „მარნეულის“ პრინციპია, რომ თემში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეებს რადიოს მეშვეობით მიეცეთ საშუალება გამოხატონ საკუთარი „მე“, მოამზადონ მოხალისეობრივ საწყისებზე საკუთარი საავტორო რუბრიკები თუ გადაცემები, რომლებიც შესაძლებელია იყოს : ლიტერატურაზე, მუსიკაზე, მოგზაურობაზე, ინოვაციებზე.

შემოგვიერთდით და შექმენით საკუთარი საავტორო გადაცემა. შექმენით ახალი სივრცე, რომელიც საკუთარი თავის განვითარებას შეუწყობს ხელს და მსმენელებისთვისაც საინტერესო იქნება.

დაგვიკავშირდით- 557 994415 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: marneulifm.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register