დღეს ქვემო ქართლის რეგიონალური ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 12 დეკემბერს, მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პროექტის კოორდინატორი, საბინა ბაბაზადე ამბოს პროექტი მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
პროექტის მთავარი მიმიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, რეგიონებში შეირჩა 10 რეგიონული „ჰაბი“ .
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო ლიდერები.
ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments