“ლიდერთა აკადემიის” შესახებ შეხვედრა მასწავლებლებთან და დირექტორებთან გაიმართა

დღეს, 12 დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მასწავლებლების და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ლიდერთა აკადემიის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას მარნეულისა და ლაგოდეხის სკოლის დირექტორების ნაწილი იღებდა.
შეხვედრის მიზანსა და პროექტის შესახებ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, მამედ მირზაევი გვესაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი სკოლის დირექტორების და საგნების მასწავლებლების მომზადებას ივალისწინებს.
შეხვედრის მონაწილე ლაგოდეხის „განჯალის“ სკოლის დირექტორმა აღნიშნა , რომ ის ადრეც იღებდა მონაწილეობას მსგავსი ტიპის ტრენინგში, რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი.
მასწავლებლების და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტს „ათასწლეულების გამოწვევის ფონდი – საქართველო“ ზოგად საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ,ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მხარდაჭერით ანხორციელებს.
ლიდერთა აკადემიის ტრენინგების სამ ეტაპიანია.
მეორე ეტაპის 2017 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება, მეორე და მესამე ლიდერთა აკადამია კი 2018 წლის ბოლომდე განხორციელდება.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments