რადიო “მარნეული” მიუკერძოებელ რადიოდ დასახელდა

მონიტორინგი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამნიტორინგის შედეგად რადიო „მარნეული“   მიუკერძოებელ რადიოდ დასახელდა

„ჟურნალისტები მოვლენებს მიუკეძოებლად და დაბალანსებულად აშუქებდნენ, არხი თემების მრავალფეროვნებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის გარემოს დაცვისა თუ ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით გამოირჩეოდა.  ჟურნალისტები ექსკლუზიურ სიუჟეტებსაც ამზადებდნენ და ისეთ თემებს ეხებოდნენ, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, ქალების პოლიტიკაში ჩართულობა, უმცირესობების უფლებები. ზოგჯერ მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები სხვა მედიასაშუალებების ყურადღებას იქცევდნენ და ის, რაც მხოლოდ რეგიონის ლოკალურ პრობლემად შეიძლება დარჩენილიყო ქვეყნის მასშტაბით მთავარი თემა ხდებოდა. მაგალითად, ჟურნალისტის კითხვა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ქალები მარნეულის ახლადარჩეული მერის მოსახლეობასთან შეხვედრას მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა. რადიო „მარნეული ქვემო ქართლში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აშუქებდა. ჟურნალისტები ერთხელ გაშუქებულ თემებს შემდგომშიც უბრუნდებოდნენ, რაც მსმენელის მიმართ პასუხისმგებლიანი რადიომაუწყებლის ერთ-ერთი ინდიკატორია“

“ინტერნიუს- საქართველოს” მკვლევარმა ზაქარი თავბერიძემ დღეს თბილისში გამართულ მედიამონიტორინგის შედეგების გაცნობისას რადიო „მარნეულის“ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.

„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ რადიო „მარნეულზე, რომ ეს არის  პროგრესული რადიო , რომელმაც ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება და  მას უმეტესად  ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქცთ, რომ ეს იყო  ერთ-ერთი გენდერულად სენსიტიური რადიო მაუწყებელი, რომელიც ამ პრობლემას წინა პლანზე წევდა. კრიტიკული კითხვების დასმას არ ერიდებიან ჯურნალისტები ადგილობრივი ხელისუფლების  ან მათი წარმომადგენლების მიმართ.  შედარებით სიღრმისეული და ანალიტიკური საინფორმაციო გადაცემები გამოსდით.

  რაც მთავარია  დროში პროგრესირებს. დასაწყისში რა ხარვეზები იყო, მონიტორინგის ბოლოს აღარ იყო ამიტომ, საკმაოდ დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა ამ რადიოსთან დაკავშირებით. „

„ინტერნიუსი- საქართველო“  გაეროს განვითარების  პროგრამის  პროექტის“ საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამნიტორინგის“ ფარგლებში აკვირდებოდა რადიომაუწყებლების მიერ საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.   მონიტორინგი 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო და 2017 წლის 19 ნოემბერს დასრულდა.  დაკვირვება ხორციელდებოდა 14 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებზე.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register