მუნიციპალიტეტის საიტზე ერთ წელზე მეტია რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

marneuli-gov-ge 22

ერთ წელზე მეტია რაც რადიო „მარნეული“ მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ სისტემატიურად აქვეყნებს ინფორმაციას. საიტის გაუმართაობა, უფუნქციო ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტის ხარვეზები ეს რამოდენიმეა იმ პრობლემათაგან რაზეც რადიო „მარნეულს“ არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება.

ბოლო ინფორმაცია რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მუნიციპალიტეტის საიტიდან ღილაკი  “AZE”-ს გაქრობას შეეხებოდა, სადაც მსმენელს მერიის ოფიციალური კომენტარის მიწოდებას უახლოეს დროში დავპირდით. აღნიშნული მასალა პირველ დეკემბერს გამოვაქვეყნეთ რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის პიარის განყოფილებას სისტემატიურად ვუკავშირდებოდით და ვთხოვდით ოფიციალური კომენტარის გაკეთებას, მაგრამ ისინი თავს იკავებდნენ.

დღეს 13 დეკემბერს, მარეულის მუნიციპალიტეტის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსს, მარიამ ხაჩიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ საიტის გაუმართაობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რის შემდეგაც მან ოფიციალურ წერილი მოგვწერა:

„მოგეხსნებათ, რომ მარნეულის მერიაში  სტრუქტურული რეორგანიზაციის პროეცესის შესაბამისად მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქციაც და მერიის დებულების შესაბამისად მისი რეგულირება, როგორც შინაარსობრივი ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

 ყოველივე აქედან გამომდინარე ვებ-გვერდზე ენების დამატება-არ დამატების საკითხი სატესტო რეჟიმშია. გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ, უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ საიტის სრულყოფილ სახეს.“

რადიო „მარნეული“ უკვე ცხრა თვეა რაც მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის რეკონსტრუქციას თვალყრს ადევნებს. მასალაში კი რომელიც ჩვენ პირველად მოვამზადეთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის იმდროინდელი უფროსი, თინათინ მაშანეიშვილი აღნიშნავს, რომ საიტის რეკონსტრუქციის პროცესი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register