ბავშვის საკვებ პროდუქციაში ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიები აღმოაჩინეს
საფრანგეთში წარმოებული რძის ფხვნილი „სელია“ ჯანმრთელობისათვის შაშიშ ბაქტერიას „სალმონელას“ შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ მიმდინარეობს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი. მიუხედავად ამისა, მარნეულის რამდენიმე აფთიაქში ჯერ კიდევ იყიდება „სელიას“ ბავშვთა კვების პროდუქცია. ფარმაცევტების თქმით ბავშვთა კვების პროდუქციის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მათთვის არავის არ მიუწოდებია.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, მოქალაქის მიერ აფთიაქში აღნიშნული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე ტელ: 15 01 და განაცხადოს პროდუქციის არსებობის შემთხვევა, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები „სელიას“ პროდუქტს აფთიაქებიდან ამოიღებენ.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments