კითხვის ნიშნები საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ცვილებების ირგვლივ
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი იცვლება. კანონი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გავრცელდება. კანონპროექტის მთავარი მიზანია მოაწესრიგოს აქამდე ბუნდოვნად რეგულირებული შრომის ანაზღაურების საკითხები. “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი კანონმდებლობის ხარვეზებზე გვესაუბრება. გიგი ჩიხლაძის თქმით, პრობლემატურია კოეფიციენტების დადგენა, რომელითაც საჯარო დაწესებულების თანამშრომბელიბისთვის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება, მისი განცხადებით არ მომხდარა თანამდებობის ფუნქიცური დატვირთვის შესწავლა.
ჯემალ დეკანოიძე , მარნეულის მერიის იურისტი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მერიას არ აქვს მუშაობა დაწყებული, თუმცა თანამდებობების ფუნქციურ შესწავლასთან დაკავშირებით საპირისპიროში გვარწმუნებს.
კანონი გულისხმობს გამონაკლისებს და ის არ ვრცელდება ისეთ მუნციპალურ ა(ა)იპ- ებზე, რომლებიც ახორცილებენ რელიგიურ, სპორტულ, კულტურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებს. კანონის თანახმად გამონაკლის მუნიციპალურ ა(ა)იპ- ებს შეეძლებათ კანონის გარეთ განსაზღვრონ თანამდებობრივი სარგო.
ა(ა)იპ- ებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გვცემენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
2018-2020 წლებში კანონი უკრძალავს ყველა საჯარო დაწესებულებას ანაზღაურების ფონდის ზრდას და ავალდებულებს, რომ ის შენარჩუნებული იქნას 2017 წლის ნიშნულზე, ხოლო საჯარო დაწესებულების შრომის ანაზღაურების წესში შეტანილი ცვილება მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობეზე არ ვრცელდება.
0 Comments