პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას დატოვებული პინცეტი იპოვეს
საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ინფორმაცია “ინოვას” კლინიკის ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.
“პაციენტს გაუკეთდა 25 წლის წინ ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა”, – განაცხადა ირაკლი თოდუამ.
ექიმის თქმით, გამოკვლევაზე მისულ პაციენტს აღმოაჩნდა მუცლის ღრუში პინცეტი ჰქონდა დატოვებული, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოუღეს მუცლის ღრუდან.
წყარო:ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
0 Comments