“სექსია დაშვებული და გათხოვებას ვუკრძალავთ?”- საკრებულოს დეპუტატი

sakrebulo
მარნეულის მერიაში ქალთა სიმულაციური საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა.  შეხვედრას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა, სიმულაციური საკრებულოს წევრების გარდა შეხვედრაში მონაწილეობას რეალური საკრებულოს დეპუტატები იღებდნენ.
სიმულაციურ საკრებულოში მარნეულის მუნციპალიტეტის სხვადსხვა სოფლებიდან არიან ქალები წარმოდგენილი.
დღევანდელ საკრებულოზე შვიდი ძირითადი საკითხი განიხილეს. ჩვენ გთავაზობთ დეპუტატების მოსაზრებებს ადრეული ქორწინების შესახებ.

„ადრეული ქორწინება“

–  “ადამიანს, რომელსაც წესი და ადათი მოყვება საუკუნეების მანძილზე, იმას უნდა (გათხოვება), ჩვენ ამ სტერეოტიპებს ვერ დავუმსხვრევთ,იმიტომ რომ, უნდა შევეხოთ რელიგიას, იქ არის ისეთი ბევრი ფაქტორი, რომელზეც ზედმეტად ისეთი შეხება იწვევს ტკივილს და გაღიზიანებას”… – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

– ”არ შეიძლება ყველაფრის, ამას ვამბობ ყოველთვის, ევროპიდან, ამერიკიდან, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ერთი-ერთში პროექტების გადმოტანა, იქ სხვა მენტალობის ხალხი ცხოვრობს და აქ სხვა მენტალობის, მე არ ვარ მომხრე რომ ვიღაცამ 13 წლის ბავშვს ხელი დააავლოს და წაიყვანოს, მაგრამ თუ უნდა ? შვეხედოთ მეორე მხრიდან, უნდა მას გათხოვება , ჩვენ მის უფლებებს არ ვარღვევთ თუ არ გავათხოვებთ?” … – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

– “ადრეული ქორწინების შესახებ მე პირადად ვერ ვხვდები და როგორ წარმოგიდგენიათ პრევენციის მექანიზმი ? – ზურა ჭონიაშვილი, “ქართული ოცნების” ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი

– “მაპატიეთ , სექსია დაშვებული და გათხოვებას ვუკრძალავთ? ცოტა რაღაც აფსურდამდე ხომ არ მივდივართ ?… – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

– “მართალი ხარ, მართალი” … – ახმედ იმამყულიევი “ევროპული საქართველო” ; ნინო ბერიძე, საკრებულოს აპარატის თავმმჯდომარე

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register