ადრეულ ქორწინებას მარნეულელი დეპუტატი დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას ადარებს

sakrebulo
მარნეულის მერიაში ქალთა სიმულაციური საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა.  შეხვედრას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა, სიმულაციური საკრებულოს წევრების გარდა შეხვედრაში მონაწილეობას რეალური საკრებულოს დეპუტატები იღებდნენ.
სიმულაციურ საკრებულოში მარნეულის მუნციპალიტეტის სხვადსხვა სოფლებიდან არიან ქალები წარმოდგენილი.
დღევანდელ საკრებულოზე შვიდი ძირითადი საკითხი განიხილეს. ჩვენ გთავაზობთ  მოსაზრებებს ადრეული ქორწინების შესახებ.

– ოლგა, სამოქალაქო რეესტრი არ აქორწინებს არასრულწლოვნებს. ისინი არიან უბრალოდ „საჟიწელები“ რომლებსაც ქორწინება არ აქვთ. რაზე ვდავობთ? აი, მივედით ისევ სექსამდე. რაზე ვდავობთ? როგორც ასეთი თავისუფალი სექსი დავუშვით, აქვთ იმათ თავისუფალი სექსი ოღონდ არ აქვთ ბუჩქების ქვეშ და აქვთ ერთი სახურავის ქვეშ. დამთავრდა! –  “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

-ბატონო ზურა, პრობლემა იმაშია, რომ ამ შემთხვევაში გოგოს რამდენად შეუძლია სწავლის გაგრძელება – ოლგა ენდელაძე, “დემოკრატ ქალთა საზოგადოება”

-კანონში წერია განათლების, აგერ რესურსცენტრის წარმომადგენელიც ზის, ფეხმძიმეები დადიან და ამთავრებენ სკოლას – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

-ბატონო ზურა ეს ყველაფერი რაზეც ახლა ვსაუბრობთ მოგონილი არ არის და ამის შესახებ ჩატარებულია უამრავი კვლევა, ფოკუსჯგუფი და შესაბამისი დასკვნებიც არსებობს. სამწუხაროდ ესაა პრობლემა, რომ ამ გოგოს რომელიც გათხოვდა 15 წლის, არასრულწლოვანი, რა თქმა უნდა, ხდება მშობელი და უკვე მას ეკისრება შესაბამისი სოციალური პასუხისმგებლობა და ეს მის უფლებებს უკვე ზღუდავს -ოლგა ენდელაძე, “დემოკრატ ქალთა საზოგადოება”

-უფლებები კი არა დრო ზღუდავს, დრო. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, დრო ზღუდავს და არა უფლება.  – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

-სწორედ ამიტომ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ ეფექტური მექანიზმი ამ პრობლემის პრევენციისათვის -ოლგა ენდელაძე, “დემოკრატ ქალთა საზოგადოება”

-სახელმწიფომ შეუქმნა. მას შეუძლია არ იაროს სკოლაში მთელი წელი და ჩააბაროს გამოცდები წლის ბოლოს. ჩვენ ამ საკითხზე შეიძლება დიდხანს ვიდაოთ, ამიტომ პირდაპირ გეკითხებით პრევენციის მექანიზმებზე -“ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

– რეფერალი, ეს გამოსავალია რეფერალის მექანიზმი – ოლგა ენდელაძე, “დემოკრატ ქალთა საზოგადოება”

-ეს არის როგორც დონ კიხოტი ეომებოდა ქარის წისქვილს ! – “ქართული ოცნების” მარნეულის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ზურა ჭონიაშვილი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register