საქართველოში სათამაშოების შემოწმების მექანიზმი არ არსებობს

satamashoo

 

ხშრად შეხვდებით ბაზარსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში სათამაშოების ფართო ასორტიმენტს, თუმცა  საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანიაც კი დაიწყო და კვლევა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩაატარა,  სათამაშოების შემოწმება 2016 წლს დაიწყო და 2017 წლის პირველნახევარში დასრულდა. კვლევის თანახმად  ქვეყანაში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოაქვთ მოვაჭრეებს სათამაშოები და აქვთ თუ არა ინფორმაცია მათი უსაფრთხოების შსახებ რადიო „მარნეული“ დაინტერესდა და  მარნეული ბაზრის რამოდენიმე სათამაშოების ჯიხურს ვესტუმრეთ, მოვაჭრეებმა ჟურნალისტების ხსენებისას კომენტარისგან თავი შეიკავეს ზოგმაც გვირჩია, რომ სხვა მოვაჭრეებთან მივსულიყავით.

თუ რა პრინციპით არჩევს მოსახლეობა სათამაშოებს უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ბავშვებს, რაც მოსწონთ იმას ყიდულობენ, მათი უსაფრთხოების  შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ

როგორ შეიძლება გავარჩიოთ სათამაშო მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორს ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა ამისთვის სახელმწიფოს არანაირი მექანიზმი არ აქვს.

შესაძლება იქვას, რომ ჩვენ თვალს უნდა  ვენდოთ და შედარებითობის პრინციპით ავარჩიოთ სათამაშო.

ვახტანგ კობალაძეს თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმადაც გათვალისწინებულია, რომ  2019 წლიდან  სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა სათამაშოების შესამოწმებლად, ხოლო უშუალოდ კონტროლი თუ დაწყება ეს ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register