მარნეულელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა ერთწლიანი მუშაობის შედეგი გააცნო

agdas

დღეს, 15 დეკემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოლო წლის მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრის შესახებ ჩვენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის თანამშრომელი ეკა იმერლიშვილი გვესაუბრა.

საგრანტო პროგრამაში რომლის შესახებაც ეკა იმერლიშვილი საუბრობს აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა 28 დეკემბერია. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რაშან ზიადალიევიც ესწრებოდა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა საგრანო პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს 6 897 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტს – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. პროექტს  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register