კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მუხლში ცვლილებები შედის

marneulifm

იცვლება ახალი რედაქციის კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს.

 

ამასთან დაკავშირებით განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.

 

როგორც კობახიძემ განაცხადა, ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდება: – ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register