საახალწლო ნაძვის ხის სიძვირის გამო მარნეულში წელსაც ბუნებრივი ნაძვის ხე მოირთვება

christmas tree

მუნიციპალიტეტის ქუჩების წინასაახალწლოდ მორთვა დღეიდან, 18 დეკემბრიდან იწყება, მერიის  ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ტახირ რუსთამოვის თქმით, სამუშაოები რამოდენიმე დღეში დასრულდება და ქალაქის ცენტრალურ ქუჩები განახლებული საახალწლო ნათურებით მოირთვება.

 „მარნეულში პირველად გვექნება საახალწლო ანძები, ეს ანძები დიდი ხიდის მიმდებარედ მოირთვება, ძალიან ლამაზი იქნება და ქალაქის ყველა ნაწილიდან გამოჩნდება. საახალწლო განათებები წელს სრულიად ახალი გვაქვს. ქალაქის მორთვა დაიწყება რუსთაველის ქუჩიდან, ეგრედწოდებული სვანების კრუგიდან ცენტრალურ მოედნამდე, და შემდეგ სოფელ ყიზლაჯლოსაკენ შეუხვევს. ეს ადიგილები და რათქმაუნდა ატა ჰოლდინგი და შადრევანი იქნება კიდევ მორთული. ასე რომ ვიმედოვნებ წელს უფრო კარგი იქნება ვიდრე წინა წელს.“

რუსთამოვმა ასევე აღნიშნა რომ წელს საახალწლო ნაძვის ხის ბედი გაურკვეველია. მუნიციპალიტეტმა ახალი საახალწლო ნაძვის ხის შეძენა ვერ მოახერხა, რადგანაც ის 17 ათასი ლარი ღირს.

არა ახალი ნაძვის ხე არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირა, 17 ათასი ლარი ღირს.“

სავარაუდოდ საახალწლო ნაძვის ხის ფუნქციას წინა წლის მსგავსად წელსაც, კულტურის ცენტრის ეზოში არსებული სამი ნაძვის ხიდან ერთ-ერთი შეითვისებს. მთლიანობაში წინასაახალწლო მორთულობისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტმა 43 ათასი ლარი გამოყო.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register