რუსთავში ხანძრისას პირველ, მეოთხე და მეხუთე სართულზე მცხოვრებნი დაიღუპნენ

yangin

რუსთავში ხანძრის შესახებ, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, დეტალები ხდება ცნობილი. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი გვიან ღამით მეგობრობის N3-ში პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ამასთან, გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი. მათი გარდაცვალების მიზეზი კვამლი გახდა. როგორც ირკვევა, საკვამურებმა ნამწვი ვერ გაატარა.

რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მსგავსი: რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. მას კოჭის ძვალი აქვს მოტეხილი და ოპერაცია უტარდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

1tv.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register