“შეწყდეს სიყალბე”- უკრაინაში რუსულ პროპაგანდას ებრძვიან.

FAKE NEWS
ფოტო: Gala Petri

 

ინტერნეტ რესურსი “Stop Fake” პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს „შეწყდეს სიყალბე“  ის  უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ შეიქმნა. სისხლიანი მაიდანი, ომი, ყირიმის ანექსია. ეს მცირე ზედაპირული ჩამონათვალია. სიღრმისეულად კი ამ თემებზე “Stop fake“-ი წერს .

ვიქტორია რომანიუკი ინტერნეტ რესურსის მთავარი რედაქტორის მოადგილეა.   ის რუსულ მედიაში ტყუელების გავრცელების მთავარ იარაღად ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას ასახელებს

„1500 ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევისა და რუსული პროპაგანდის ზიანის დამადასტურებელი მასალაა შეგროვებული. მეორე მხრივ ,1500 საარქივო მასალა, რომელიც რუსული პროპაგანდის კვლევებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. როგორც კი  დაარსდა ფეიქ ნიუსი, ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა  კოლეგებმა  გამოიყენეს უამრავი პლათფორმა რომ ესაუბრათ პროპაგანდაზე და მის გავლენაზე. ჩვენი უცხოელი კოლეგების თუ ექსპერტების მიდგომა, რომ რუსული პროპაგანდა არის ჩვენი ლოკალური პრობლემა.  არავინ გამორიცხავს დღეს რომ რუსული პროპაგანდის გავლენა მედია სივრცეში ძალიან ძლიერი და საერთო პრობლმაა”

“ფეიქ ნიუსი “,ასევე მუშაობს მედია წიგნიერების ამაღლების კუთხით, როგორც რომანიუკი ამბობს, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებით დამთავრებული ტენინგებითა და შეხვედრებით “ფეიქ ნიუსის” გუნდი ცდილობს შეაცვლევინოს დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი და   მაგალითებზე  რუსული პროპაგანდის ზიანი აჩვენონ.

2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომი არა მხოდლოდ კომფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა, არამედ მედია სივრცეშიც. “მძინარე” ცხინვალის დაბომბვის ფალსიფიცირებული სიჟეტები ცენტრალური რუსულ არხების მეშვეობით. კიბერ შეტევა. ამის რეაქციად მოყვა რუსული არხების გათიშვა ქართულ სატელიტებიდან. ჟურნალისტურ სტანდარტებზე მომუშავე მედია ორგანიზაციებმა ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი რუსულ პროპაგანდაზე.

მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი წლებია აკვირდება ქართულ მედია საშუალებებს, სადაც ხშირად რუსული ნარატივი აისახება, რომლის მიზანია შეგნებულად მოახდინოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა განსაკუთრებით კი დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით და ამისთვის  სხვადასხვა ხერხებს იყენებ, მაგალითად, როგორიცაა ფოტო და ვიდეო მანიპულაციები, ასევე ფაქტების ფაბრიკაციის მეთოდი. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში  მთავარი პრობლემა კი საინფორმაციო ვაკუუმია.

ჩვენ რუსულ პროპაგანდაზე  პირველი  რეგიონული ტელემაუწყებლების  დამფუძვნებელს  ნათია კუპრაშვილს ვესაუბრეთ , რომელმაც  აღნიშნა, რომ ჩვენ არ გვაქვს   ინტენსიური კვლევები ხელმისაწვდომი თუ რა ხდება საქართველოში, რეგიონებში მცხოვრებ აუდიტორიაში და ასევე თუ რა ხდება ეთნიკური უმცირესობისთ დასახლებულ რეგიონებში არხების ყურებადობასთან დაკავშირებით, თუმცა ის იმ  მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებზე გვესაუბრა , რომელის მიხედვითაც საქარველოში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არაქართულენოვან არხებს უყურებს.

ნათია კუპრაშვილი სამცხე- ჯავახეთის რეგონში რუსულენოვანი ტელევიზიის “ტოკ-ტვ-ს” დაფუძვნების შესახებაც საუბრობს, რომლის მთავარი მიზანი რუსულენოვან მაუწყებლობაში კონკურენციაში შესვლაა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაუწყებლობს არა ერთი მედია საშუალება, რომელიც რუსულ ენაზე აწვდის ინფორმაციას მოსახლებას და ცდილობს კონკურენცია გაუწიოს რუსულ და სომხურ არხებს.

ქვემო-ქართლის რეგიონში თითო რაიონულ ცენტრში აუცილებლად მოიპოვება მედია საშუალება, რომლის რესურსები ნაკლებად უწევენ კონკურენციას რუსულ ან აზერბაიჯანულ არხებს. ლოკალურ დონეზე გახშირებული მცირებიუჯეტიანი ინტერნეტ რესურსების ძირითადი წყარო რუსული, აზერბაიჯანული არხებიდან აღებული ინფორმაცია არის გამოყენებული.  ასევე დიდი გავლენა არის თურქული მედიის კონტენტი.

სათემო რადიო “მარნეული” რომელიც  2017 წლის პირველ სექტემბერს  დაიწყო მაუწყებლობა. „ინტერნიუსი- საქართველო“  გაეროს განვითარების  პროგრამის  პროექტის“ საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამნიტორინგის“ ფარგლებში აკვირდებოდა რადიომაუწყებლების მიერ საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.  მედიამნიტორინგის შედეგად რადიო „მარნეული“   მიუკერძოებელ რადიოდ დასახელდა.  სათემო რადიოს მიზანია შექმნას სადისკუსიო სივრცე თემში, თუმცა ეს მცდელობები სამთავრობო ადგილობრივი პოლიტიკური ძალების მხრიდან ნეგატიურად აღიქმება.

ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილი თვლის, რომ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება კრიტიკული აზრის განვითარებაა აუდიტორიაში.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს საფრთხე რუსული პროპაგანდის და დაგეგმოს გარკვეული ნაბიჯები მასთან საბრძოლველად, რაც პირველ რიგში მოსახლეობაში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზრის განვითარება უნდა იყოს.

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register