“რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლად დაფუძვნებულ კომპანიებს ბუნდოვანია”-ნატა ძველიშვილი

PIRVELI ARXI

პარლამენტმა კანონში მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებას პლენარულ სხდომაზე 85 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ცვლილებების მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობოებმა და მედიის წარმომადგენლებმა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე საუბრობდნენ.

შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის აღმასულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, რომელმაც  განაცხადა, რომ „ერთიანი სისტემის გარეშე შესყიდვების განხორციელებით გამჭვირვალობის სტანდარტი დაიწევს“

ჩვენ დღეს ნატა ძველიშვილიშვილს ვესაუბრეთ , რომელმაც კანონში არსებულ რანდენიმე მნიშვნელოვან პრობლაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი  შესყიდვების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.

ნატა ძველიშვილის თქმით საერთო ჯამში თუ შევხედავთ მაუწყებლის მოთხოვნებს ჩანს, რომ მათ ნაკლები გამჭირვალობა , მეტი შემოსავალი  და ანგარიშვალდებულების შემცირება სურთ რაც კორუფციის ნიშნებს აჩენს, მისივე თქმით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დააფინანსოს სტარტპები,  ახლად დფუძვნებული კომპანიები, თუმცა რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლად დაფუძვნებულ კომპანიებ სსრულიად ბუდოვანია.

ჩვენ შევეცადეთ მარნეულის რამდენიმე  დეპუტატებს გავსაუბრებოდით, თუ რატომ დაუჭირეს მხარი კანონში მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შეტანას, თუმცა მათ  დროის უქონლობის გამო დღეს  ვერ მოიცალეს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register