გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის შესახებ დაოჯახებული წყვილებისთვის შეხვედრა გაიმართა

გერო

გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის დახმარებით თბილსიში და ქვემო-ქართლში გენდერული ნიშნით სქესის არჩევის და გენდერული თანასწორობის გაძლიერებაზე მუშაობენ.  დღეს მათ  მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში დაოჯახებული წყვილებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

ჩვენ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონსულტანტი სალომე გორელიშვილი გვესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით თანასწორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

მსგავს შეხვედრებს ატარებენ იმ მიზნით ,რომ ოჯახებში გენდერულ თანასწორობას მიაღწიონ. საქართველოში იჯახებში უპირატესობას ვაჟის ყოლას ანიჭებენ, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ზოგად განვითარებაზე უარყოფითად აისახება- ამბობს სალომე გორელიშვილი. მისივე თქმით  არჩევა სქესის მიხედვით დისკრიმინაციულია.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 90-იანი წლებიდან 2014 წლამდე 31000 გოგონა არ დაიბადა. მარნეულში გენდერული თანასწორობის კამპანია ნოემბერში დაიწყო.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register