მარნეულის მერიამ ბუნებრივ წყალზე 5 932.00 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

gamg

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ  სასმელ წყალზე და ერთჯერად ჭიქებზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნილებას: შემოთავაზებული უნდა იყოს ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი ტიპის არაგაზირებული წყალი არანაკლებ 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის ჭურჭელი.

სატენდერო წინადადების თანახმად , წყლის დისპენსერისთვის. ასევე უნდა შეესაბამებოდეს საქართელოს მავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ„სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილი ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებს და სანიტარულ მოთხოვნებს. სასმელი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის ISO 9001:2008 და საკვები პროდუქტის უვნებლობის ISO 22000:2005 სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

წყლის ბიდონების მიწოდების პარალელურად მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას 17 ერთეული წყლის დისპენსერის მიწოდება. რომლის გადაცემაც უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, დროებითი სარგებლობის ფორმით ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
წყლის ჭურჭელი შემსყიდველს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, სასმელი წყლის ყოველი მომდევნო პარტიის მიწოდებამდე.
სასმელი წყლის მოწოდებული ჭურჭელი თავსებადი უნდა იყოს მოწოდებულ სასმელი წყლის ჭურჭელთან.
დისპენსერს უნდა გააჩნდეს არანაკლებ სამი – ცივი ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლის მიწოდებს ფუნქცია.
დისპენსერები უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, ტექნიკურად და ვიზუალურად უნაკლო დაზიანებების გარეშე.მიწოდებული დისპენსერების მუშა მდგომარეობა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა. მიმწოდებელმა საკუთარი ძალებით და ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მოწოდებული სასმელი წყლის და სასმელი წყლის დისპენსერების გადმოტვირთვა, შენობაში შეტანა და მონტაჟი ან/და დასაწყოება (ასევე უკან წაღება).

მარნეულის მერიამ ტენდერი ასევე ერთჯერადი ჭიქებზეც გამოაცხადა.  სატენდერო წინადადების თანახმად ერთჯერადი ჭიქები  უნდა იყოს 180-200მლ; ფერი თეთრი ან გამჭვირვალე . ნედლეული საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი პოლიპროპილენი, თბოგამძლე – არ უნდა განიცდიდეს დეფორმაციას ცხელი სითხის გამოყენებისას. ჭიქები დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ქარხნულად შეფუთული პოლიეთილეის პაკეტებში, არ უნდა იყოს დეფორმირებული.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register