ინტერნეტსივრცეში მოზარდების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებები იგეგემება

D2A14CB0-5823-49E6-AADE-A21DEB348882_w640_r1_s

ინტერნეტსივრცეში მოზარდების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება.
კანონპროექტის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.
„კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების შეტანა იგეგმება „ელექტრონული კომუნიკაციებისა“ და „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებში. ცვლილებების თანახმად, პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ დააყენონ ე.წ. ფილტრები, რათა სხვადასხვა საფრთხის შემცველი ინფორმაციები გაიფილტროს და მოზარდამდე არ მივიდეს.

ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ მარნეულის ტოტალიზატორების მენეჯერები ინიციატივასთან დაკავშირებით, მათი უმრავლესობა კანონპრექტს დადებითად აფასებს.

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი აღნიშნავს , რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ცვლილებები, ვინადან ეს ბავშვთა უსაფრთხოებას ეხება , თუმცა ის სახელმწიფოს სხვა ვალდებულებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

კანონპრექტის თანახმად საგანმანათლებლო კუთხით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ამიტომ განათლებისა და სპორტის სამინისტროს მოუწევთ მშობლებისა და პედაგოგებისათვის სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავება იმისათვის, რომ იცოდნენ თუ რა ინფორმაცია რა ასაკისთვის არის სახიფათო, როგორ უნდა მოხდეს პრევენცია.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register