პრემიერის გინება პარლამენტში

კვირიკა-ვს-მელია

“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ჟურნალისტების თანდასწრებით ყველაფერი აგინა, რაც კი შეიძლებოდა.

 

ნიკა მელიამ პრემიერს სამარცხვინო უწოდა და კიდევ ერთხელ მიაძახა: “შე უნამუსო, შენა. ლანძღვა-გინებაზე გადასული პრემიერ-მინისტრი. პარლამენტში ხარ თუ ქუთაისში ხარ მოზრდილი, შე მართლა…”

ეს ყველაფერი დღეს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მოხდა, სადაც მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან მთავრობის ლიდერების მთელი შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ პირდაპირი ლანძღვა-გინებით დასრულდა. სიტუაცია ყველაზე მეტად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ მოზარდების მკვლელობის საქმე პრემიერის უუნარობას დააბრალა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას მოუწოდა, რომ შეეწყივა ასეთი რაღაცის კადრება და სირცხვილი იყო, რასაც კადრულობდა, რაზეც ენმ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ უწოდა პრემიერს უუნარო და სამარცხვინო. ამის შემდეგ, მთავრობის წევრებმა შეხვედრის დატოვება დაიწყეს, ხოლო გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას ლანძღვა-გინება დაიწყო.

თანაგუნდელები გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას აკავებდნენ იმისთვის, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულიყო. პრემიერმა ნიკა მელიას დედა და ყველაფერი აგინა, ხოლო ენმ-ის ლიდერმა ის კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register