მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი პირი ემსხვერპლა

cinayet

მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟისას ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ერთი, დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით “ნიუ ჰოსპიტალსშია” გადაყვანილი.

ამ დროისთვის მთაწმინდის პარკში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.  შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register