საკრებულოს წევრებმა 7 000 ლარამდე საახალწლო პრემიების აღებაზე უარი თქვეს

sakrebulos sxdoma

მარნეულის მუნიუციპალიტეტის საკრებულოს გუშინ, 20 დეკემბერს კიდევ ერთ რიგგარეშე სხდომა ჰქონდა. სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. საკითხის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი. მამედოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა რომ საკითხის სხდომაზე გატანის მიზეზი საკრებულოს წევრებისაგან პრემიების აღებაზე უარის თქმა იყო.

პრემიის აღებაზე უარი საკრებულოს ყვლა იმ წევრმა თქვა ვინც შრომით ანაზღაურებას იღებს, ესენია საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომრის მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე გვესაუბრა.

საკრებულოს წევრებისაგან საახალწლო პრემიებზე უარის თქმის შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაახლოებით 7 000 ლარი გამოთავისუფლდა, რაც საკრებულოსავე გადაწყვეტილებით სოციალური დაცვის მიმართულებით გაიხარჯება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register