შეუმოწმებელი ხორცის შეძენა საფრთხეებს უკავშირდება

ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს  ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც  2017 წ;ლის მარტის თვიდან დაიწყო . საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან სააგენტომ მზა კერძებისა და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში ამოიღო, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა ცხენისა და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. ყველა ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ ის საქონლის ან ღორის ხორცისგან იყო დამზადებული.

ჩვენ დავინტერესდით მარნეულის მაგალითზე თუ რამდენად ხშირად ყიდულობს მოსახლეობა მზა კერძებს, აქვთ თუ არა  მათ გაცნობიერებული ხორცის ყიდვისას, რომ  ნამდვილად  უვნებელი ხორცი მიაქვთ. ამისათ ჩვენ გამოკითხვა ჩვატარეთ.  გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მართალია, დაზღვეული ამ შემთხვევაში არ არიან,  თუმცა უმეტესი მათგანი მოვაჭრეებს ნდობას უცხადებს.

მარნეულის ბაზარში რამდენიმე საქაბაბე ეთმანეთის გვერდიგვერდ დგას. ხალხის ჩვეული სიმრავლე დღესაც  შეიმჩნეოდა ამ ობიექტებში. ჩვენ შევეცადათ გამყიდვლებსა და მეპატროეებს გავსაუბრებოდით, თუმცა მათ ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს, ზოგმა კი მხოლოდ ის გვითხრა, რომ ხორცი ბაზრიდან გამოაქვთ, თუმცა არის თუ არა პირუტყვი ჩიპირებული და ლაბორატორიულად  შემოწმებული ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ცხოველთა იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის ეროვნული სისტემის შესახებ არსებული განწყობების  2017 წლის შეფასების თანახმად სოფლად მცხოვრები ფერმერების ნახევარს სმენია საქართ ველოში საქონლის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის ეროვნული სისტემის  შესახებ, მაგრამ მათი ცოდნა და გათვითცნობიერებულობა საფუძვლიანი არ არის. უმრავლესობისთვის ამ სისტემის მიზანი საქონლის უბრალო აღრიცხვაა და არა ადამიანის და ცხოველის ჯან მრთელობის დაცვა ან სურსათის უვნებლობა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  პროექტ “საქართველოში საქონლის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის ეროვნული სისტემის ტექნიკური ხელშეწყობის” ხელმძღვანელიმა მიხეილ სოხაძემ  პირუტყვის  მაიდენტიფიცირებელი ნიშანს მნიშვნელოვაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პირუტყვი აუცილებლად  სასაკლაოზე უნდა დაიკლას ,ხორცის შეძენისას კი მის ნიშანდებას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყოველთვის გავითვალისწინოთ ხორცის ყიდვისას, რომ ნიშანდების საბუთი მოვითხოვოთ, რათა მის უვნებლობაში დავრწმუნდეთ.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register