ფერმერებისთვის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

fermer

2017 წლის 19 ოქტომბერს “კარტლისმა” საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი – „კარტლისის აკადემია“ წამოიწყო. პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კარტლისის აკადემიის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში (ზუგდიდი, აბაშა, ლანჩხუთი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი და ა.შ.)

მსხვილი ფერმერების გადამზადება დაიწყო. რიგით  მესამე შეხვედრა დღეს მარნეულში ტარდება. კარტლისის აკადემიის ფარგლებში ფერმერები სემინარებზე განიხილავენ: ნიადაგი, ანალიზის აღების წესი და მისი მნიშვნელობა; სხვადასხვა კულტურების მოთხოვნა საკვები ელემენტებისადმი და კვება; ბოსტნეული კუტურის ინტეგრირებული დაცვის სისტემა; სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა; ხეხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა; ვაზის აგროტექნიკა; თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა; მარკეტინგი და პროდუქტის განვითარება; თანამედროვე სარწყავი სისტემები და საზომი მოწყობილობები.

იოსებ მეფარიშვილი კომპანია კარტლისის გაყიდვების უფროსი ამბობს, რომ ფერმერებს ცოდნის მიღების გარდა კომპანიასთან თანამშრომლობის შეღავათიან პირობებზე თანამსრომლობას სთავაზობენ. ამ პროექტში  ჩართულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები არიან.

პირველ ეტაპზე, სალექციო ჯგუფებში სხვადასხვა კულტურის მომყვანი 300-მდე მსხვილი ფერმერი გადანაწილდა, რომლებსაც 2018 წლის თებერვლისთვის კიდევ 400-მდე მსხვილი ფერმერი დაემატება. კარტლისის აკადემიაში ჩართული ფერმერები მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიებს შეისწავლიან, რაც ფართობის ერთეულზე მაქსიმალური მოსავლის მიღებას გულისხმობს. ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენება ფერმერებს საშუალებას მისცემს მათი მეურნეობა მომგებიან ბიზნესად გადააქციონ

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register