პრემიერი: მომხრე ვარ, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

kvirika-2-702x336

პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონმდებლობის გამკაცრებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და ეს სამარცხვინო მდგომარეობაა.

”ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა. მართლაც და, ქვეყნის ღირსების საკითხია – რაღაცებით მოგვაქვს თავი და, დღე და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან ძალიან სასტიკი ფორმით. ამ მიმართულებით უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, – განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

 

 

 

წყარო: ლიბერალი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register