კაჩაგანისაგან განსხვავებით ალგეთში მერის ვიზიტს ქალები დაესწრნენ
მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა ალგეთში 2 კმ და 748 მეტრის სიგრძის რეაბილიტირებული შიდა გზა მოინახულა. მასთან ერთად ალგეთში იმყოფებოდა მისი მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
რა თქმა უნდა მის გასვლით ღონისძიების შესახებ რადიო „მარნეულისთვის“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არაფერი უცნობებია. თუმცა, როგორც მერიის ერთ წელზე მეტ რეკონსტრუქციის ქვეშ მყოფ ვებ გვერდზე 22 დეკემბერს განთავსებული ფოტო მასალიდან ჩანს რეაბილიტირებული შიდა გზების მონახულებას, რომლის საერთო ბიუჯეტმა 342 399 ლარი შეადგინა, ქალებიც ესწრებოდნენ.
თვალსაჩინოა ფოტო კადრი რომელშიც მერი თემურ აბაზოვი ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ აძლევს რომლის ფონზე ალგეთელი ქალები არიან ჩამწკრივებულნი.
აღსანიშნავია, რომ ალგეთში შიდა გზების მოსანახულებლად მერიის სამსახურის ფოტოგრაფმა აქცენტი დამსწრეების გენდერულ თანაფარდობას ყურადღება მიაქცია,
იმის მერე რაც კაჩანგანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსანახულებლად, პირველ სამუშაო დღეს მერს სოფლის მამაკაცები შეახვედრეს.
კითხვაზე თუ სად არიან ქალები, მერმა სექსისტური კომენტარი გააკეთა. საქართველოს უკვე ყოფილმა ობუცმენმა უჩა ნანუაშვილმა ახალ მერს რჩევა მისცა, რომ თავი შეეკავებინა ამგვარი კომენტარებისაგან.
მერი ომბუცმენის შეფასებას არ დაეთანხმა. სპეციალურად გამართულ პრესკომფერენციაზე კი ისევ გაიმეორა სექსისტურად შეფასებული გამონათქვამი.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments