საახალწლო კონცერტი მუნიციპალიტეტს 20 950 ლარი უჯდება

batqa butqebi

საახალწლო ღონისძიებების მოწყობის მიზნით მარნეულის მუნციპალიტეტმა 1 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 9 დეკემბერს დაიწყო და  11 დეკემბერს დასრულდა.  მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ინდმეწარმე ელენე ელენიანმა, მიიღო. ტენდერი წარმატებით დასრულდა და მარნეულის საახალწლო კონცერტის ორგანიზებისათვის 20 950 ლარი გამოიყო. ამ თანხით კომპანიამ კონცერტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური სამუშაო უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა კომპანიის ივენთ მენეჯერს, ირაკლი კაჭარავას რომელმაც საახალწლო კონცერტის მონაწილეთა ვინაობა გაგვიმხილა.

გიორგი სუხიტაშვილი, აისელ მამედოვა, გვანცა რამიშვილი, ლევან ქოროღლიშვილი და ლიზა წიკლაური, ეს ის მომღერლები არიან ვინც საახალწლო კონცერტზე მარნეულელებისათვის იმღერებენ. ღონისძიების წამყვანები კი დავით ბექოშვილი და რომან ცინცაძე იქნებიან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერი შემდეგი პირობებით გამოცხადდა:

  • 6 მომღერალი, 4 გოგონასა და 2 ვაჟი (მინიმუმ 1 მომღერალი ასევე უნდა იყოს თეტრის მსახიობი და სატელევიზიო სახე), ასაკი 18-35 წლამდე.
  • რეპერტუარი: უცხოური (უმეტესად) და ქართული ჰიტები საახალწლო თემატიკაზე, თითეულმა მომღერალმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 4-5 სიმღერა. ასევე კონცერტის დასასრულს ყველა მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა.
  • მომღერლებს უნდა ჰქონდეთ სცენაზე დგომის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, უნდა იყვნენ ადგილობრივი ან საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეები, ლაურიატები, ნახევარფინალისტები ან და ფინალისტები.
  • წამყვანები – ორი წამყვანი პროფესიონალი მსახიობი მამაკაცი, იუმორისტული გადაცემებისა და იუმორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილებით, ასევე მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება და წამყვანობის გამოცდილებით. და ასევე უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი თემატური სიმღერა.წამყვანბეის ვალდებულებაა შოუს ელემენტებით გაამრავალფეროვნონ საახალწლო შოუ–პროგრამა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register