2017 წელს საქართველოში 618 შიდსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

shidsi

შიდსის ცენტრის მონაცემებით, ოფიციალურად, დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 6 752 აივ-ით ინფიცირების შემთხვევა. ეს მონაცემები საქართველოში 1989 წლიდან, პირველი აივ ინფიცირების შემთხვევიდან, დღემდეა. 2017 წელს კი 618 ახალი შიდსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმისა და მედიცინის დოქტორის, მაია ცინცაძის თქმით აივ ინფექცია შიდსის მხრივ საქართველოში დღევანდელი მდგომარეობა სტაბილურად შეგვიძლია შევაფასოთ.

მაია ცინცაძემ ასევე აღნიშნა რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში, ინფექციის განვითარება ლოკალური გავრცელების შედეგად ხდება.

ქვემო ქართლში აივ ინფიცირების 349 შემთხვევაა გამოვლენილი. შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმის თქმით ინფექცირების ეს რიცხვი დიდი არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტც, რომ 349 შემემთხვევა მხოლოდ ოფიციალურადაა დადგენილი.

შიდსის ცენტრის მონაცემების მიხედვით აივ-ით დაავადებულ 6 752 ადამიანს შორის 5 027 კაცია ხოლო 1700 ქალი და პაციენტთა უმრავლესობა 29 წლიდან 40 წლამდე ასაკის არიან.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register