“ცნობიერება” -პოლიტიკა ქალების საქმე (არ) არის
გადაცემა “ცნობიერება” თემით:
“პოლიტიკა ქალების საქმე (არ) არის?
2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ქალთა მონაწილეობის გადაყვეტილებების მიღების პროცესებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. ქალების ჩარტულობა, ცნობიერების ამაღლება, ქალები პოლიტიკაში.
მარნეულიში განსაკუთრებით მტკივნეულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალთა აქტივობის თემა. ტრადიციები, ეთნიკურობა რელიგია და სხვა ასპექტები, რომელბზეც ექპერტები ხშირად იყენებენ ტერმინს სენსიტიურობა და ამითი განსაზღვრავენ ქალების ჩართულობის საკითხის პრობლემატიკას.
მიუხედავდ პოლიტიკური პარტიების ჩართულობისა, მარნეულში ძირითადად არჩევნების დროს სამი პარტია იყო ყურადღების ცენტრში. სხვა დანარჩენი პარტიები ,ეკონომიკური სახსრების უქონლობის გამო აქტიურობით ვერ გამოირჩეოდნენ.
მარნეულის საარჩევნო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია პირველი ქალი კანდიდატის მიმართ: უბრალოდ ეს ინტერესი იყო გამოწვეული ცენტრალურ მედიაში და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციების მხრიდან. იყო შეფასებები. რა ხდებოდა ადგილობრივ დონეზე? და რას ფიქობს პირველი მერობის კანდიდატი ქალი, ლეილა მამედოვა დღეს არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ?
მარნეულის 2017 წლის საკრებულო რომელიც 35 დეპუტატი კაცით არის წარმოდგენილი. ქალები „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ სიაში არ შეიყვანა, შედეგად კი მმაართველი გუნდი საკრებულოში 31 დეპუტატი კაცით შევიდა .
მარნეულის საკრებულოში 3 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ არის წარმოდგენილნი . მათაც ,როგორც ნაციონალურ მოძრაობას და ქართული ოცნებისგან განსხვავებით ქალები სიაში ყავდათ. მაგრამ აპრობირებული მეთოდით სიის ბოლოში. სიაში ჩაწერილი ქალების საკონტაქტო ნომრებზე დარეკვისას კაცებმა გვიპასუხეს…
ოლგა ენდელაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე თვითმართველობის არჩევნებზე გენდერულ მონიტორინგს ატარებდა…
რას ფიქრობს ლეილა მამედოვა, პირველი ქალი მერობის კანდიდატი
როგორ ხსნიან პოლიტიკური პარტიები ქალების არ არსებობას პოლიტიკაში და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ოლგა ენდელაძეს გენდერული მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს
უფრო ვრცლად მოუსმინეთ გადაცემის ჩანაწერი:
რადიო გადაცემა მომზადებულია ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM). პროექტის მხარდამჭერია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM).
გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეუთოს უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის პოზიციას.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments