სადახლოს ენის სწავლების ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიქატები გადაეცათ
ქართული ენის სწავლების კურსი სადახლოსა და იორმუღანლოში მცხოვრებმა 36-მა აზერბაიჯანულენოვანმა მოქალაქემ გაიარა, 23 დეკემბერს კი, თბილისსში, მათ ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, რომელთაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადასცა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ ქართული ენის კურსებს 2015 წლიდან ატარებს. სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გააუმჯობესოს მათ მიერ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და დასაქმებაში.
ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სწავლება სადახლოსა და იორმუღანლოში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან ენის კურსი 256-მა მონაწილემ გაიარა შემდეგ სოფლებში: სადახლო, იორმუღანლო, სართიჭალა, ყვარელწყალი, კაზრეთი, კაბალი და ფოკა.
წყარო: იუსტიციი სამინისტრო
ფოტო მასალა: იუსტიციის სამინისტრო
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments