შობის დღესასწაული მარნეულში პროტესტანტებმა აღნიშნეს

shoba amer

25 დეკემბერს ქრისტეს შობა მარნეულშიც აღნიშნეს. პროტესტანტული ეკლესიის 45 წარმომადგენელი დღევანდელ დღეს ტაძარში შეხვდა (პროტესტანტული ტაძრის ფუნქციას მარნეულში ერთ-ერთი მორწმუნის სახლი ითავსებს) შემდეგ კი დღესასწაული სახლში გააგრძელეს. ნიკი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც მარნეულში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ, ისინი  აზერბააიჯანულ ენასა და ადგილობრივ კულტურას სწავლობენ . როგორც ნიკმა გვითხრა შობის დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ და ერთმანეთს საჩუქარს ჩუქნიან, რადგან შობა ღმერთის საჩუქარია.

„ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტე მოგვევლინა და იყო ჩვენი გადამრჩენელი. ასე რომ ესაა დღე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვუყვებით ისტორიებს, ვმღერით, ვიხსენებთ და აღვნიშნავთ იმ დღეს, როდესაც ღმერთი ბავშვად მოგვევლინა.  ჩვეულებრივ, ჩვენ ვყვებით ისტორიებს ბიბლიიდან, ერთად მივდივართ ტაძარში. ბევრი  სახეობის კერძი  გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში. სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი თანამეგობრობით და კომპანიით. ზოგჯერ კი სხვადასხვა წარმოდგენებს ვდგავთ და ვაცოცხლებთ ქრისტეს შობას.“

ნიკი და მისი მეგობრები უკვე სამი თვეა, რაც მარნეულში ცხოვრობენ. წელს მათ შობის აღნიშვნა უჩვეულო გარემოში მოუწიათ, ოჯახებისაგან შორს, თუმცა მათივე თქმით ისეთი ატმოსფერო შეიქმნეს, სადაც თავს კომფორტულად და ოჯახის წევრების გარემოცვაში გრძნობენ.

საქართველოში ქრისტეს შობას 25 დეკემბერს კათოლიკები და პროტესტანტები აღნიშნავენ, თუმცა ეს დღე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დღესასწაული არაა.

რადიო „მარნეული“.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register