საქონლის ხორცი 15 ლარი- მარნეულის ბაზარში პროდუქტებზე წინასაახალწლოდ მომატებული ფასები

მარნეულის ბაზარში რომ შეხვიდეთ ,ადვილად შეამჩნევთ ატალახებულ გზას და ამ გზაზე დაყრილ ნარჩენებს, მოსახლეობას გარანტია იმისა, რომ ბაზრიდან სუფთად გამოვლენ არა აქვთ. მიუხედავად ამისა, ხალხის სიმრავლე შეინიშნება.
ახალწლამდე სულ რაღაც ექვსი დღეა დარჩენილი მოსახლეობა მის შესახვედრად ემზადება და სხვადასხვა პროდუქტებს, ნივთებსა თუ საახალწლო დეკორაციებს ყიდულობს. მართალია ,ფასების სიძვირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვავენ, მაგრამ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მზადება დაწყებული აქვთ.
ფასების მომატებას მოვაჭრეებიც გვიდასტურებენ.
მარნეულის ბაზრის ფასების მიხედვით 1 კილოგრამი ქათმის შეძენა 6 ლარიდან იწყება, ხოლო ცალობით 12 ლარამდე ღირს.
ყველი 10 ლარინად იწყება და 12 ლარამდე მერყეობს.
უცხოური ვაშლი 4 ლარი, ადგილობრივი 2 ლარიდან იწყება
ყურძენი- 3.50 ლ
მანდარინი -2ლ
ფორთოხალი- 2.50ლ
ბროწეული-3ლ
კივი- 3ლ
ლიმონი -2.50ლ
საქონლის ფარში- 12ლ
საქონლის უძვლო ხორცი -15ლ
პომიდორი -4ლ
2018 წლის შემობრძანებამდე სულ რაღაც 6 დღეა დარჩენილი.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments