სომხეთის მოქალაქეები საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად მარნეულში მოდიან

marneulis bazari

მარნეულის ბაზარში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ახალი წლის შესახვედრად ემზადება და ბაზარში დილიდანვეა გამოსული. ადგილობრივებთან ერთად ბაზარში ბევრ სომხეთის მოქალაქესაც შენიშნავ. ბაზრის გზაზე კი ხშირად შეხვდებით მანქანებს სომხეთის სანომრე ნიშნებით. როგორც აღმოჩნდა ისნი ფასების სიძვირისა და საზღვართან ახლოს ცხოვრების გამო საქართველოში მოდიან სავაჭროდ.

“ჩვენთან ძვირია, მაგიტომ  მოვდივართ აქ. დიდი სხვაობაა, ძალიან დიდი. ყოველ ახალ წელს აქ მოვდივართ, ვყიდულობთ და ვბრუნდებით სომხეთში.”

ისეთ ადგილას ვცხოვრობთ რომ აქ ჩამოსვლა უფრო იოლია ვიდრე ერევანში წასვლა, მაგრამ რათქმაუნდა ფასებშიცაა სხვაობა.

აქ უფრო იაფია ვიდრე სომხეთში.

 ვფიქრობდით რომ აქ უფრო იაფი იქნებოდა მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. წინა წლებშიც არ ყოფილა დიდი განსხვავება ფასებში.

იმიტომ ჩამოვდივართ რომ აქ უფრო იაფია და თან საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ აქ ჩამოსვლა უფრო მომგებიანია ჩვენთვის. საბაჟოზეც დიდი პრობლემებია. გვეუბნებიან რომ 10 კილოზე მეტის გადატანა არ შეგვიძლია, მაგრამ მაიც აქ უფრო გვირჩევნია პროდუქტების ყიდვა.

როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან სომხეთის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ბანანს, ფორთოხალს, ბროწეულს და კარალიოკის ჩირს ყიდულობენ.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register