მარნეულის საკრებულომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა არ მოაწყო
2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ საკრებულოს საჯაროდ არ განუხილავს.
ბიუჯეტი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს მინიმუმ ერთი წელი ადგილობრივი მოსახლეობის ბედ-იღბალს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტში პრიორიტებების დასახარჯი და პრობელემის მოგვარების მიზნით გასაზღვრული თანხებია გაწერილი. ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსის თანახმად, ბიუჯეტის მიღებაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივებიც, ეს ხდება საკრებულოს და მერიის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს, მაშინ როდესაც სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს ბიუჯეტის შესახებ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება აქვთ. კანონის თანახმად, საჯარო განხილვა 25 ნომებრიდან 10 დეკემბრის ვადებში უნდა მომხდარიყო. დღეს, 26 დეკემბერია, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.
ნინო ბერიძე , საკრებულოს აპარატის უფროსი საჯარო განხილვად მათ მიერ საიტზე გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციას თვლის, სადაც შეუიარაღებელი თვალის გარეშე რთულია სხვადასხვა მუნიციპალური „ა.(ა).ი.პ“ ბიუჯეტის პროექტი წაიკითხო. საბოლოო ბიუჯეტის პროექტი კი ამ დრომდე არ არის განთავსებული.
“- საჯარო განხილვა ნიშნავს საჯაროდ გამოქვეყნებას, კანონში ჩაიხედეთ, საჯარო განხილვა ნიშნავს ბიუჯეტის საჯაროდ გამოქვეყნებას, განვათავსეთ, ელექტრონულად განთავსებულია ბიუჯეტი, საჯარო განხილვის პროცესი გავლილია – ნინო ბერიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი
– აუცილებლად უნდა მომხდარიყო საჯაროდ განხილვა მოქალაქეებითან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორის წამრომადგენლებთან – ჟურნალისტი
-ეგ ალბათ სამოქალაქო მრჩევლეთა საბჭო, რა თქმა უნდა – ნინო ბერიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი
-თუმცა ეს არის საკრებულოს ვალდებულობა მოაწყოს მოქალაქეებთან ბიუჯეტის საჯარო განხილვა-ჟურნალისტი
– სამოქალაქო საზოგადოებასთან შექმნილია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო- ნინო ბერიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი. ”
საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მერიისგან შევეცადეთ, თემურ აბაზოვმა, მარნულის მერმა პრიორეტეტების შესახებ მოგვიყვა, აღნიშნა რომ გზა, გარე განათება და სასმელი წყალი კვლავ მნიშნვნელოვანია. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხლვაზე კი ამბობს, რომ მოხდება, როდესაც ამის ვადა უკვე ამოწურულია.
“-საჯარო განხილვასტან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყივთ, რადგან მიმდინარეობს შეჯერება, რომ თანხმობა ყველა მხირდან იყოს – თემურ აბაზოვი, მარნეულის მერი
-არ არის ბიუჯეტის პროექტი დასრუებული?
-არა- თემურ აბაზოვი, მარნეულის მერი
-როგორც ვიცით, საკრებულოს ბოლო სხდომაზე უნდა მიიღოთ ბიუჯეტი და ხუთშაბთს არის საკრებულოს სხდომა და როდის აპირებთ განხილვას, მოასწრებთ ?
-პროცესში ვართ და მოესწრება , თუ რამე არ შეიცვალა.
ნინო ბერიძეს და თემურ აბაზოვს არ ეთანხმებიან იურისტები. არჩილ თოდუა, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის კოორდინატორი აღნიშნავს, რომ საჯარო განხილვებისთვის, ასევე მერიის მხრიდან საკრებულოსთვის ბიუჯეტის შესწორებული პროექტის წარდგენის ბოლო ვადები ამოწურულია.
“მუნციპალიტეტის მერია ვალდებულია , რომ შემდეგი საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს არაუგვინაეს 15 ნომებრისა, ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან საკრებულო 5 დღის ვადაში, საჯარო განხილვებისთვის აქვეყნებს ბიუჯეტის პროექტს და შემდგომ უკვე აწყობს საჯარო განხილვებს და 25 ნომბერს შენიშვნებით უბრუნებს მერიას ბიუჯეტის პროექტს, ამ დღიდან მაქსიმუმ 10 დეკემბრამდე, მერია ვალდებულია ან იგივე ვარიანტი ბიუჯეტის პროექტისა ან შესწორებული ვერსია დაუბრუნოს უკვე საკრებულოს, ამის შემდგე საკრებულო ისევ აწყობს საჯარო განხილვებს და თუკი რაიმე სახის ცვილებაა ბიუჯეტში შესატანი, ეს ყველაფერი ხდება მერთან შეთანხმებით. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, ვალდებულება დაწესებული აქვს საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია გამოაქვეყნოს პროექტი საჯარო განხილვისთვის და მოაწყოს მისი საჯარო განხილვა” – არჩილ თოდუა
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიის ერთ-ერთი ავტორი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მოსახლეობა უნდა იღებდეს მონაწილეობას. ის აგრეთვე, საჯარო განხილვების ფორმალურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
– ეგ განხილვაც ფორმალური ხასიათის არის ხოლმე, მაგრამ ფორმალური განხილვაც უნდა მომხდარიყო, ისე რომ ყველას სცოდნოდა,ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკვე საკრებულომ უნდა იაქტიუროს ამ საჯარო განხილვების ჩასატარებლად. ბიჯეტის მიხედვით ხდება ყველა აქტივობა და თუ ამას ფორმალურად მიუდგებიან სხვა საკითხებსაც წლის მანძილზე ფორმალურად მოეკიდებიან”- კოტე კანდელაკი
ხუთშაბთს, 28 დეკემბერს მარნეულის საკრებულო სავარაუდოდ იმ ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელის ფომრირებასა და განხილვაში მარნეულელ მოსახლეობას მონაწილება არ მიუღია.
0 Comments