ბაზრის ატალახებულ ქუჩაზე მოვაჭრეებისათვის ნაკლები გადასახადია
25 დეკემბერს ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულმა ატალახებულმა ბაზრის ტერიტორიამ სოციალურ ქსელში დიდი პოლემიკა გამოიწვია. კითხვაზე თუ რატომ ურჩევნიათ გამყიდველებს ატალახებული გზის ნაპირზე ვაჭრობა, მათ განაცხადეს, რომ ქუჩაში ადგილის დაქირავება შედარებით იაფია ვიდრე შენობაში.
მარნეუის ბაზრის ატალახებული გზის გამო ორი თვის წინ ჩვენ დავუკავშირდით შ.პ.ს „მწვანე ბაზრის“ დირექტორს ელგუჯა ხარშილაძეს, რომელმაც დაადასტურა რომ გზის მოპირკეთება მათ კომპეტენციაში შედის, მაგრამ გარე მოვაჭრეების გამო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვერ იწყებენ.
შენობაში მყოფი გამყიდველები კი ამბობენ, რომ მათაც გარეთ გასვლა ურჩევნიათ რადგან მყიდველები ბაზრის პირველ ზოლში ვაჭრობენ და შენობაში აღარ შედიან.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments