“ცნობიერება”- ეთნიკური უმცირესობების ახალი თაობის -საზოგადოების აქტიური წევრები ეთნიკური ნიშნის გარეშე

umciresobebis axali taoba

გადაცემა “ცნობიერება” თემით :

“ეთნიკური უმცირესობების ახალი თაობა – საზოგადოების აქტიური წევრები ეთნიკური ნიშნის გარეშე”

   

      ეთნიკური უმცირესობების ახალ თაობა. რა შესაძლებლობები ეძლევათ მათ დღეს. ინტეგრაცია, განათლების რეფორმა და ამ რეფორმების ეფექტურობა. აქვს თუ არა ახალ თაობას პერსპექტივა გახდნენ საქართველოს სოციალურ პოლიტიკური ცხოვრების აქტიური წევრები ეთნიკური ნიშნის გარეშე.

მკვლევარი, საერთაშორისო ურთირეთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე თვლის რომ რეფორმა ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის შესასწავლად სკოლიდან უნდა დაიწყოს. 1+4 პროგრამა არც ისე დიდ შანს აძლევს უმცირესობებს, რომ  თანაბარ კონკურენტულ გარემოში შექმნან საკუთარი კარიერა…

რამდენად ეფექტურია 1+4 პროგრამა და როგორ უწყობს ხელს ეთნიკურ უმცირესობებს გახდნენ სრულყოფილი აქტირუი მოქალაქეები ამასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო ინტეგრაციის სამართველოს უფროსს ელისო ლომიძეს ვესაუბრეთ…

მარნეულის მერიაში 10 წელზე მეტია  ვუგარ მამედოვი მუშაობს , დღეს ის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსია. რის ფასად დაუჯდა სახელმწიფო ენის შესწავლა და ადგილობრივ თვითმართველობაში დასაქმება ვუგარ მამედოვს ?…..

შალალა ამირჯანოვა მარნეულელი ახლაგაზრდა სტუდენტია, რომელიც დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  1+4 პროგრამით ჩააბარა. თუ რის ფასად უჯდება შალალას იყოს წარმატებული, აქტიური, ინტეგრირებული მოქალაქე ?…..

ქამრან მამედოვი ციხისძირიდან არის. მას ქართული ენის პრობლემა არ ჰქონია. ის  სოფლის სკოლიდან  ერთადერთი  იყო, ვინც ეროვნული გამოცდით უნივერსიტეტში 100%-იანი. გრანტით ჩააბარა. აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და სახლემწიფო პოლიტიკის საამაყო მაგალითიც უნდა ყოფილიყო,  თუმცა ქამრანი მედიის ყურადღების ცენტრში  არა საკუთარი წარმატების გამო, არამედ  როგორც თავად ამბობს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო მოექცა……

გადაცემის ჩანაწერი მოუსმინეთ აქ 

 


რადიო გადაცემა მომზადებულია ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM). პროექტის მხარდამჭერია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM).
გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეუთოს უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის პოზიციას.
 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register