ჯანელიძე: ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ საქართველოს-აზერბაიჯანის ურთიერთობებში

janelidze
ფოტო:Embassy of the Republic of Azerbaijan in Georgia

 “ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის სამაგალითო მეზობლობა და თანამშრომლობა რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგების მომტანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას

ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ მომავალში იმისათვის რომ ეს პარტნიორობა, ეს მეგობრობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის რომელიც დაინტერესდება ითანამშრომლებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს”

განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

 

წყარო: On.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register