გრაფიტი კედელზე: თუ ყველა ბიჭი ერთნაირია ბარემ მე მომეცი

ფოტო: Marita Gotia
შემთხვეით დაფიქსირებული გრაფიტი: “თუ ყველა ბიჭი ერთია ბარემ მე მომეცი” წერია კედელზე
მარნეული 27 დეკემბერი 2017 წელი
გრაფიტი ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად.
გრაფიტი ეკუთვნის Miss Van-ს. იგი ერთ ერთი ყველაზე სახლეგანთქმული მხატვარია.
გრაფიკული გამოსახულებების ისტორია თან სდევს კაცობრიობის ისტორიას. პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ გამოქვაბულის კედლებზე. ჩვენს ეპოქაში კი ადამიანი იმავეს აგრძელებს გრაფიტის სახით. შუა საუკუნეების ხელნაწერები კალიგრაფიის შედევრბს წარმოადგენენ. გრაფიტის ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. ასოები ივსებოდა ორნამენტებით და მინიატურებით.
პირველად ამ მეთოდს იყენებს ბაუჰაუზის სკოლა გერმანიაში. თანამედროვე გრაფიტის დაბადების დღეს შეიძლება 1971 წლის 21 ივლისი ჩავთვალოთ, როცა ნიუ-იორკ თაიმსმა ერთი ნიუ-იორკელი თინეიჯერისგან აღებული ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატიამ ჩვეულებრივ ამერიკელ ბიჭს Taki 183-ს გაუთქვა სახელი.
Taki მეგაპოლისის ერთ-ერთ ფირმის კურიერის, სახელად დემეტრიუსის თაგი გახლავთ, ციფრი 183 კი მხოლოდ და მხოლოდ მისი სახლის ნომერი იყო… სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ანუ ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში სიარულისას, Taki ყველა კედელზე თავის სახელს წერდა. სტატიის შემდეგ ჯერ ნიუ-იორკელმა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს უამრავმა თინეიჯერმა მიბაძა მას.
გრაფიტულ გამოსახულებებს ხშირად შეხვდებით: მეტროში, მიწიქვეშა გადასასვლელებში, მიტოვებული შენობების კედლებზე…… თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში.
მასალა აღებულია http://angel.ge
marneulifm1106 Posts
0 Comments