მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა
აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დღეს 27 დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენნგი. ტრენინგის თემაა სურსათის უვნებლობა, რძისა და რძის პროდუქტების შესახებ და მასში მონაწილეობას ქვემო ქართლში მომუშავე ფერმერები იღებდნენ. აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, ლაშა ბაბუნაშვილი ტრენინგის თემატიკის შესახებ გაგვესაუბრა.
ბაბუნაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრენინგები მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის პროგრამის ფარგლებში სამომავლოდაც არის დაგეგმილი. აღნიშნული ტრენინგები იქნება დარგობრივი და მექანიზაციას შეეხება.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments