მარნეულში ელექტროენერგიის საფასური არ გაზრდილა

deni
მარნეულის მუნციპალიტეტში ელექტროენერგიის საფასური არ გაძვირებულა

მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიით კომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯია” ამარაგებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათი მომსახურების საფასური არ გაზრდილა.

101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,95 თეთრია, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე – 16,93 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,45 თეთრი ღირს.

 

ელექტროენერგიის საფასური თბილისში გაიზარდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

“თელასის” მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ – 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register