მარნეულში პიროტექნიკის ხარისხის შემოწმება არ ხდება
ახალი წელი ახლოვდება. მარნეულში ბოლო კვირების განმალობაში ალბათ ხშირან გსმენით პიროტექნკის ხმა, რომელსაც განსაკუთრებისთ მოზარდები ყიდულობენ და მათი გამოყენებით ერთობიან.
ერთი შეხედვით უწყინარი საახალწლო ასაფეთქებლები არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგანაც ზოგმა არ იცის მისი გამოყენება, განსაკუთრებით კი ბავშვებმა. არა ერთი ცუდი შედეგი მოჰყოლია საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებას.
მარნეულელი მოზარდი გიორგი ამბობს, რომ მართალია, ასაფეთქებლების შედეგად საბედისწერო შემთხვევებზე სხვადასხვა მედიასაშუაებით გაუგია, თუმცა თავად კარგად იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს.
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის ქირურგები ამბობენ, რომ წელს მათთან დაზიანებებით არავავინ მიუყვანიათ, თუმცა იხსენებენ გასულ წლებს, როდესაც პაციენტებს საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენებით დაზიანებები სახის არეში მიუღიათ.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ საქართველოში პიროტექნისკის ხარისხი არ კონტროლდება და არც ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული.
როგორც კობალაძე ამბობს პიროტექნიკაზე აუცილებელია მისი გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ენაზე იყოს მითითებული.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments