ბაზართან სანაგვე ურნების დადგმა იგეგმება

zibil

ისევ მარნეულის ბაზარი და ისევ ნაგვის პრობლემა. მარნეულის ბაზარი არასდროს იხურება და არ წყვეტს მუშაობას. მყიდველების და მოვაჭრეების უმრავლესობა სოფლებიდან პირველივე მუნიციპალურ ტრანსპორტს მოყვებიან.

ცდილობენ პროდუქცია მალევე გაყიდონ და ისევ უკან მოასწრონ იმავე ავტობუსით დაბრუნება. შუადღის შემდეგ ბაზრის ტერიტორია თითქოს ცარიელდება, ტაქსების და მოვაჭრეების მანქანები ალაგ -ალაგ შეგხვდებათ.

ადვილად შეამჩნევთ ნაგვის ეგრეწოდებულ გორებსა და გადავსებულ ნაგვის ურნებს. ამას  ცუდ ამინდში ატალახებული ბაზრის ტერიტორიის გზაც ემატება. ზაფხულში კი ანტისანიტარიის სუნი დგას. ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ სჭირდებათ ურნების დამატება, მაგრამ სათანადო სამსახურები თვლიან,რომ ბაზრის ტერიტორიაზე ურნების დადგმა რთულია.

ერთ-ერთი ბაზრის მოვაჭრე ამბობს , რომ  წინასაარჩევნო პერიოდში ნაგვის ურნებზე  კანდიდატებს მიმართა  ამის შემდგომ კი  წერილობით მუნიციპალიტეტს,თუმცა კონკრეტული პასუხი არავნ გასცა.

ა.ა.ი.პ “სუფთა მარნეულის” დირექტორი ლერი მუმლაძე გვიდასტურებს, რომ  ამ ეტაპზე ურნები საკმარისი არ აქვთ.

ლერი მუმლაძის თქმით სანაგვე ურნები ახლო მომავალში აღმაშნებლის ქუჩის დასაწყისიდან ალგეთის ხიდამდე დაიდგმევა .

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register