მარნეულის ექვს სკოლაში დირექტორების არჩევა ქართული ენის ცოდნით განისაზღვრება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, 2018 წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იმ სკოლებში გამოცხადდება, სადაც დირექტორები ამ დრომდე არ არიან არჩეულები. ახალი წესით გამოცხადებულ კონკურსში კი ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იქნება. ქართული ენა აუცილებლად უნდა იცოდნენ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებშიც. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონში დირექტორის გარეშე დარჩენილია 9 სკოლა, სადაც დირექტორების არჩევა პირველი რიგის ამოცანა იქნება.
მარნეულის 6 სკოლას დირექტორი არ ჰყავს. როგორც რადიო „მარნეულს“ მუნიციპალიტეტის რესურს ცენტში განუცხადეს, ამ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ. ინფორმაცია კი თუ რომელ სკოლებზეა საუბარი საჯარო არაა. მიუხედავად მარნეულის რესურსცენტრის განცხადებისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შესახებ საჯაროა.
რესურსცენტრის დირექტორმა, ქენან ომაროვმა ვერც იმ დირექტორთა შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქართულ ენას არ ფლობენ. სკოლების დირექტორობის მსურველებისათვის კონკურსი, მინისტრის ბრძანებთ, 2018 წელს გამოცხადდება. ქართული ენის ცოდნა კი, როგორც უკვე აღნიშნეთ კონკურსანტებისათვის აუცილებელი იქნება.
რადიო „მარნეულმა“ გაარკვია თუ რომელ სკოლას არ ჰყავს დირექტორი მარნეულში. ერთ-ერთი ასეთი სკოლაა სოფელ ქულტლიარის საჯარო სკოლა, სადაც დირექტორის მოვალეობას გიულხანიმ შარაფოვა ასრულებს. ქართული ენის არცოდნის გამო მას ჩვენ რუსულად გავესაუბრეთ.
როგორც გიულხანიმმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის არ გეგმავს სკოლის დირექტორობას. ხოლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც ყველა დირექტორმა ქართული ენა უნდა იცოდეს მიესალმება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ჟვანიას სკოლა. სკოლის ძირითადი ამოცანა საჯარო მოხელეებისათვის ქართული ენის შესწავლაა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ჯამილა ჰუსეინოვას თქმით წელს ქართული ენის კურსს მხოლოდ ერთი დირექტორი გადის.
წითელი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ჟვანიას სკოლაში ქართული ენის A1 კურსს გადის, რომელიც ენის შესწავლის პირველი დონეა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments