მარნეულის ბიუჯეტი ერთი მილიონით იზრდება

sakrebulos sxdoma

დღეს, 28 დეკემბერს, მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვა მოეწყო. სდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მოხსენებით გამოვიდა და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მარნეულის 2018 წელის ბიუჯეტი მილიონზე მეტით იზრდება, პრიორიტეტად ინფრასტრუქტური მიმართულება რჩება, სპორტისა და სკოლამდელი აღზრის სფეროში სამსაუხრების ბიუჯეტები 2017 წელთან შედარებით ჯამში 2 მილიონით იზრდება.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რომან ტაბატაძის თქმით, ხვალ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის ეს ვერსია უნდა დამტკიცდეს, ის სხდომის მიმდინარეობაზე საუბრობს.

ვუგარ მამედოვის, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განცხადებით სახელფასო ფონდის გაზრდა არ მომხდარა, ასევე ორჯერ შეამცირეს საწვავის და სასაუბრო დროის ლიმიტი.

სხდომაზე იმყოფებოდა ევროპული საქართველოს დეპუტატი ახმედ იმაყულევი, რომელიც არ ეთანმხება ბიუჯეტის დაგეგმარებას. მისი თქმით, 72 ათასი ლარი , რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიური შენობა-ნაგებობის მოვლასა და მათთვის კომუნალური გადასახადების დაფარვისთვისაა გამოყოფილი, გაუმართლებელია. ახმედ იმაყულიევის თქმით, მარნეულის დასუფთავებისთვის თანხები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, ის არ ეთანხმება არაქართულენოვან სკოლებში არაადგილობრივი მასწავლევლებლისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფასაც. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ტენდერებში გამარჯვებულ არაკვალიფიციურ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას და მაგალითად სოფელ ქეშალოში არჩევნების წინ დაგებული გზა მოჰყავს, რომელიც მისივე თქმით, უკვე დანგრეულია. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა არ მომხდარა, თუმცა მან საკუთარი პროექტი საკრებულოს შესთავაზა .

მარნეულის მუნციპალიტეტის 2017 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა , სადაც 2018 წლის ბიუჯეტს დააამტკიცებენ, ხვალ, 29 დეკემბერს გაიმართება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register