საკრებულოს თავმმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის რადიო “მარნეულის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა

chareva

 

საზოგადოება გიცნობთ მედიას, რომელიც უარყოფითად აშუქებს მოვლენებს და მე დარწმუნებული ვარ ამ პოზიტივს, რაც აქ ნახეთ, ობიექტურად მიაწვდით საზოგადოებას” ეს წინადადება მამუკა ნავერიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 28დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ რადიო “მარნუელის” მისამართით განაცხადა.

რადიოს ჟურნალისტის შეკითხვაზე ხომ არ არის ეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა: “უბრალოდ თქვენი პოზიციის დაფიქსირება არ შეიძლება”

დღევანდელ შეხვედრას მარნეულის საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები და მედია საშუალებების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

 

გვინდა საჯაროდ ხაზი გავუსვათ, რომ სათემო რადიო “მარნეული” ყოველთვის შეუწყობს ხელს ისეთი დისკუსიის წარმართვას, რომლის მიზანი თემის ყველა წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებას ეხება  – ჩვენ ვართ მედიაორგანიზაცია, რომელსაც გვაკისრია პასუხისმგებლობა, მარნეულის  თვითმმართველობის ორგანოების – საკრებულოს და მერიის მუშაობის თაობაზე მოსახლეობას მივაწვდინოთ ხმა. ჩვენი მუშაობა კი სწორედ პროცესებზე დაკვირვებას და ხელისუფლების კონტროლს მოიაზრებს.

რადიო “მარნეული” ვერ წაახალისებს საკრებულოს მუშაობის გაუმჭვირვალობისთვის ხელის შეწყობას. რადიო  არ შეუწყობს ხელს და არ იმუშავებს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გასატარებლად, რადგან მედიასაშუალების მიზანია მიუკერძოებელი, დაბალანსებული, ჟურნალისტურ სტანდარტებზე აგებული მუშაობა.

შესაბამისად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის მესამე ნომერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ნავერიანს მოვუწოდებთ, სათემო რადიო მარნეულის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობისგან  თავი შეიკავოს. საჯაროთ მოვითხოვთ, გაგვცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, შეაფასოს რადიოს მუშაობა მტკიცებულებების გარეშე; რომელი კვლევების ან გამოკითხვების საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას.   ასეთი  განცხადებები საჯარო მოხელის მხრიდან  დამოუკიდებელი მედიის მიმართ თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საკრებულოს და მერიის მუშაობის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას და დისკუსიის  გამართვას, მიუხედავად იმისა, მოსწონთ ეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ არა, რადგან ვემსახურებით საზოგადოებას და ვმუშაობთ თემისთვის.

სათემო რადიო “მარნეული” FM 96.9

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register