ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჯეტი 100 000 ლარით იზრდება

sakre

დღეს, მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვა მოეწყო. სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მოხსენებით გამოვიდა და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მამედოვმა ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი სხდომაზე დეტალურად განიხილა.

„წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჟეტი დაახლოებით 100 000-ით გაიზარდა. ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ მაქსიმუმ მარტამდე მთავრობის ბიუჯეტიდან ველოდებით 3 800 000-ის გამოყოფას, 2 მილიონ ხუთასი ათასი კი ნაშთით გადადის, ანუ ჯამში ვგულისხმობ, რომ  საბოლოო ბიუჯეტი 18-19 მილიონამდე ავა, ისევე როგორც ამ წელს იყო.“

ასევე ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის გამო, შესაძლოა ეტაპობრივად  ჭარბი შემოსავლები გამოჩნდეს და ბიუჯეტში შემოსული ჭარბი შემოსავალი კანონმდებლობის მიხედვით მიმართული ინფრასტრუქტურული პროექტებისაკენ იქნება.

ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობა რეაბილიტაციისათვის ჯამში გამოყოფილია 8 779 800 ლარი, რომელიც ორგანიზაციული კოდების მიხედვით, დეტალურად, შემდეგნაირად იშიფრება:

გზების მოვლა-შენახვის კუთხით – 350 000 ლარი

გზების კაპიტალური შეკეთება – 2 597 000 ლარი

სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით – 1 129 232 ლარი

შ.პ.ს „სოფწყალის“ დაფინანსება – 700 000 ლარი

სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობისათვის – 898 512 ლარი

საკანალიზაციო სისტემების მოვლა-შენახვისა და გაწმენდისათვის – 25 000 ლარი

გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის – 1 073 600 ლარი

შ.პ.ს „სუფთა მარნეულის“ დაფინანსება – 1 100 000 ლარი

ახალი სპორტული მოედნების მოწყობა – 824 500 ლარი

„კულტურის ცენტრისთვის“ დაფინანსება – 700 000 , აქედან  კულტურული ღონისძიებების ხელშესწყობის მიზნით 167 000

სატელევიზიო მომსახურებისთვის – 72 000 ლარი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობისთვის 150 000

სოცილაური პროგრამები მოსახლეობის დახმარების მიზნით – 715 000 ლარი

რადიო  “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register